"დაელოდეთ გაზაფხულს" - რას აცხადებს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გიორგი გახარია - კვირის პალიტრა

"დაელოდეთ გაზაფხულს" - რას აცხადებს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გიორგი გახარია

დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"