"მათ შვილი მომიკლეს, დღეს მის ფოტოებსღა მივჩერებივარ და ეგაა ჩემი ცხოვრება"
"მათ შვილი მომიკლეს, დღეს მის ფოტოებსღა მივჩერებივარ და ეგაა ჩემი ცხოვრება"
ფოტო:თამაზ მოლაშვილი
"მე ამათ სამართალს რა ვუთხარი, მერაბიშვილს რომ ამ გონორით ალაპარაკებს... სახელმწიფოვ, მოდი ჭკუაზე! ასეთ ხალხს ნუ აჯეჯილებ, ამით მომავალ თაობასაც რყვნი და დანაშაულს სჩადიხარ!"

"ნაციონალებმა" შვილი მომიკლეს, დღეს მის ფოტოებსღა მივჩერებივარ და ეგაა ჩემი ცხოვრება! თურმე მერაბიშვილი გაიყვანეს პროკურორთან და ეს აღელვებთ. ჩემი საღ-სალამათი და ჯან-ღონით სავსე შვილი რომ დამიავადეს და ნელი სიკვდილით მომიკლეს, ეს არაფერია?!" - ამბობს ჩვენთან საუბარში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი.
-
იმაზე დიდი თავხედობა რა გინდათ,­ კაცი, რომელიც თხოულობს, ორი გვამი მომიტანეთო, აცხადებს, ხელისუფლებას დავამხობ და ქვეყანას გადავატრიალებო. მე ამათ სამართალს რა ვუთხარი, მერაბიშვილს რომ ამ გონორით ალაპარაკებს. რა სასჯელიც მოიხა
და, ეგ სასჯელია? მეტს არ იმსახურებდა? როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი დანაშაული ჩაიდინოს, ამდენი ფაქტი გედოს წინ და ის კიდევ დიდ გულზე იყოს? მე რაც გადამხდა, ვანოს და სხვების ოჯახებმა იმის ნახევარი რომ გადაიტანონ, ვნახავდი, როგორ იჟღურტულებდნენ. ან სადაა ამ ხელისუფლების დაპირებული სამართლიანობის აღდგენა?
არიქა, კოაბიტაციაო და, კრიმინალი "ნაციონალები" ისეთ გონორზე არიან, აქეთ გვამუნათებენ და ჭკუას გვასწავლიან. ბოკერია როცა გამოდის და თვალებს აკვარკვარებს, ამ დროს მინდა ტელევიზორი დავამტვრიო... არ დამავიწყდება, როცა სულხანი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, ხალხმა ტაში დაუკრა. დახედეთ ფოტოებს და შეადარეთ, როგორი გამოვიდა სულხანი ციხიდან და როგორი გამოვიდა მერაბიშვილი ან უგულავა. გეგონებათ, სადღაც დუბაიში ან იბიცაზე იყვნენ დასასვენებლად. არც მერაბიშვილს და არც დანარჩენებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ არამცთუ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის, არამედ ხმის ამოღებისაც. ხანდახან ვფიქრობ, ეგენი ან ჩვენ გვაგიჟებენ, ან თვითონ არიან გადატრიალებული ტვინის პატრონები. ამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ჩვენ უნდა დავიცვათ თურმე მშვიდობა. ძველს თავი დავანებოთ და ახალზე ვილაპარაკოთო. სანამ საქართველოში სამართალი არ დამყარდება, არაფერი გვეშველება. ვიღაც რომ ნახავს, მერაბიშვილმა რაც ჩაიდინა, გამოვიდა და კიდევ იმუქრება, ისიც ისევე­ მოიქცევა იმ იმედით, მეც შემრჩებაო. სახელმწიფოვ, მოდი ჭკუაზე! ასეთ ხალხს ნუ აჯეჯილებ, ამით მომავალ თაობასაც რყვნი და დანაშაულს სჩადიხარ!

- გაქვთ პასუხი, ასე რატომ გაწირეს თქვენი შვილი?
- სულხანი საფრანგეთში იყო სამკურნალოდ, ჩამოვიდა და გაიგო, რომ სტრას­ბ­ურგმა 4 მუხლით გაამართლა. დასკვნაში მინაწერი იყო - ახლიდან გამოიძიეთ მოლაშვილის საქმეო. გადის თვეები და ვეკითხები, სულხან, რატომ არ იძიებენ-მეთქი? მიპასუხა, უზენაესის კუბლაშვილმა მითხრა, განცხადება უნდა დაწეროო. მერე, დაწერე-მეთქი. მამა, მე იურისტი ვარ, ვინც მაწამა, იქ ისინი სხედან და ვის დავუწერო, როგორ ფიქრობ, თავის თავს დაიდანაშაულებენო?
სულხან მოლაშვილი
როცა საკრებულოს თავმჯდომარე­ იყო, მიშამ ფულები გაფლანგა, სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო, შეამოწმა და დასცხო, ასე რომ ფლანგავდა სახელმწიფოს ფულებს. ძალიან გადაემტერა მიშა. მერე აღმოჩნდა, რომ ბოკერიას სულხანი შავ სიაში ჰყავდა­ შეყვანილი - როცა ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, სულხანი­ უნდა დაეჭირათ. ყველამ იცოდა, მიშა რომ ვერ იტანდა და მისთვის რომ ესიამოვნებინათ, ამიტომ შეიყვანა ბოკერიამ შავ სიაში. სულხანი მიშას პირადი პატიმარი გახდა. მიშა მუდმივად გრძნობდა სულხანის უპირატესობას და ამას ვერ იტანდა.
როდესაც სულხანმა გაიგო, დაჭერას უპირებდნენ, პატრიარქთან მივიდა და უთხრა, ჩემი ფეხით მივდივარ, რომ გავიგო, რა უნდათო. მივიდა ოქრუაშვილთან, ის იმხანად გენპროკურორი იყო. ირაკლი სულხანს დაემალა, მერე მოაწერა ხელი მის დაპატიმრებას. დაიჭირეს და თურმე სულხანის ნაწამები სურათები მიშასთან რიგრიგობით მიჰქონდათ, რომ ესიამოვნებინათ. ერთმა ექიმმა ანალიზი რომ გაუკეთა, დაწერა, მოლაშვილს ც ჰეპატიტი აქვსო და გააჩუმეს, არ თქვა, ზევით ეწყინებათო. 11 თვე ვიწვალეთ, სანამ სტრასბურგს არ ვათქმევინეთ, რომ ემკურნალათ...

- ჩემს მეორე ვაჟზე, თორნიკეზეც იყარეს ჯავრიო, ადრე ამბობდით...
- როცა სულხანი დაიჭირეს, თორნიკე, ვიცე-პოლკოვნიკი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. რადგან ძმა ციხეში ჰყავდა,­ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. გადის ხანი და გურამ დონაძეს თორნიკე მიჰყავს შსს-ში, კარგ თანამდებობას გპირდებიან, განცხადება დაწერეო­. შევიდნენ მერაბიშვილთან, რომელიც ეუბნება, სულხანმა საბუთები გამოიტანოს სტრასბურგიდანო. თორნიკემ უპასუხა, სულხანმა საჩივარი რომ გამოიტანოს, ვენებს გადავიჭრიო. წამოვიდა სახლში, მიხვდა, რაღაცას "გაუჩა­ლიჩებდნენ" და ვიდეო გად­აიღო, სადაც ამბობდა, ხვალ-ზეგ ნარკოტიკს ან იარაღს ჩამიდებენო. 2 თვის შემდეგ, ნარკოტიკიც ჩაუდეს, იარაღიც და დააპატიმრეს. ახლა მაინც გამოიტანე საჩივარიო, არც მაშინ დათანხმდა...
ერთი შვილი მომიკლეს, მეორე გამიუბედურეს. მას შემდეგ უმუშევარი ზის ვიცე-პოლკოვნიკი და ორდენ­ოსანი კაცი...

- წლების მერე რას გრძნობთ მათ მიმა­რთ, ვისაც თქვენი შვილის წამებაში ადანაშაულებთ, შურისძიების წყურვილი გამოძრავებთ?
- "ნაციონალები" არიან მკვლელები და მწამებლები. ბოკერიას ტელევიზორში რომ ვუყურებ, ვბღავი. გზად ვიღაც უცნობები მხვდებიან, ხელზე მკოცნიან და მეუბნებიან, თქვენ სულხანის მამა არ ხართ, ვენაცვალე მაგის კაცობასო...
მე რომ სადმე სააკაშვილი ან ბოკერია გად­ამეყაროს, ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ. ჩემი შვილისთვის სისხლს სიამოვნებით­ დავღვრი. სააკაშვილმა, ბოკერიამ, გინდაც მერაბიშვილმა თვალებში ჩამხედონ და მიპასუხონ, რატომ მომიკლეს შვილი, რა გინდოდათ, თქვე შობელძაღლებო?! შვილის­ ფოტოებსღა მივჩერებივარ და ეგაა ჩემი ცხოვრება! თურმე მერაბიშვილი გაიყვანეს პროკურორთან, ეს აღელვებთ. და ჩემი საღ-სალამათი და ჯანღონით სავსე შვილი რომ დამიავადეს და ნელი სიკვდილით მომიკლეს, ეს არაფერია და არ უნდა შევიმჩნიო?

ნატა
08 მარტი 2020 21:02
სულხანის მკვლელებს არ ეღირსებათ სიმშვიდე!
კაკოლა
06 მარტი 2020 14:19
დღესაც ის კატეგორია გამომძიებელ,პროკურორ,მოსამართლეები რომ არიან თავიაანთ ადგილებზე წარმოუდგენელია სამართალი იპოვო....2012 წლის ოქტომბრის შენდეგ პირადად მეგონა ნაცების დროს უსამართლოდ ნაწამები და დახოცილი პირების ახლობლები,რომლების ასე დარწმუნებით და დაკონკრეტებით თითს ადებდნენ და ადებენ დღესაც თბილად მჯდომ სავარძლებში ჩინოვნიკებს თთვიონ გამოუტანდნენ განაჩენს და ჩაბარდებოდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და აღიარებდნენ ჩადენილ განზრახ გამიზნულ დანაშაულს,მგონია რამდენიმე ასეთი ინციდენტის შემთხვევაში ქვეყანიდან გაიქცეოდნენ ნაციონალების დროს მთავარი დამნაშავე ჩინოვნიკები და დღეს მათ სახეებს არ დავინახავდით მედია სივრცედან უცვოდელი მამა აბრამის ბატკნივით მომზირალს....
guga
06 მარტი 2020 12:56
უდანაშაულო მილიარდელი იკო კიიი და მიშას პლანგვა უკვირდა ადვოკატი რო იკო პულს იგებდა და საქმეს არაკეტებდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა