შოთაძის ხელისუფლებაში დაბრუნების რა სამ მიზეზს ასახელებს თბილისის ექსპროკურორი მაია მწარიაშვილი?
შოთაძის ხელისუფლებაში დაბრუნების რა სამ მიზეზს ასახელებს თბილისის ექსპროკურორი მაია მწარიაშვილი?
"ხელისუფლება ფარცხალაძეს იმიტომ ვერ ელევა, მასთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ასეთი კომპრომეტირებული პერსონებით სისტემის თუ სტრუქტურის მართვა ადვილია", - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.

- მთავარი პროკურორის საქმიანობა რამდენიმე გახსნილი საქმით არ იზომება. პროკურატურა გამოძიების კი არა, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. შოთაძემ ორიოდე საქმე გამოიძია და მის გასამართლებლად მხოლოდ ეს მოიყვანეს, მე კი რამდენიმე მიზეზს დავასახელებ, თუ რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო:

პირველი - შოთაძე ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთადერთი მთავარი პროკურორია, რომლის
გამოძიებულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა და არაერთი დარღვევა გამოვლინდა. ხორავას ქუჩის საქმეზე ორი დასკვნა დაიწერა, ორივეში გამოჩნდა, როგორ არ შეასრულა პროკურატურამ თავისი ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ შოთაძის ხელმძღვანელობით ცუდად იმუშავა. ისინი, ვინც შოთაძის პროკურორობისას არ მისცეს პასუხისგებაში, მოგვიანებით დააკავეს, მაგალითად, სუბელიანი და კალანდია. ამითაც
ცხადი შეიქნა, რომ შოთაძე მათ ხელს აფარებდა და სწორედ ამიტომ არ უნდა დაბრუნებულიყო.

მეორე მიზეზია ივანიშვილის, შოთაძისა და ხაზარაძის შეხვედრა. უმრავლესობას ამის თაობაზე კითხვები არ გასჩენია, არადა, პარლამენტის შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო. გასარკვევია, მთავარი პროკურორი რისთვის მიიყვანეს შეხვედრაზე, საერთოდ, რა ურთიერთობა აქვს ხელისუფლების ხელმძღვანელობასთან, რატომ არის მასთან ასე გაშინაურებული.

შემდეგი საკითხი გახლდათ მისი კავშირი "სილქ როუდ ჯგუფთან". ამ საქმეს ფინანსური საგამოძიებო უწყება პროკურატურის მეთვალყურეობით იძიებდა. გამოძიება არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაიწყო და შოთაძის გაპროკურორების შემდეგ შეწყდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ის ამ კომპანიაში დასაქმდა - ხომ ცხადზე უცხადესია ინტერესთა კონფლიქტი?! ნორმალურ სახელმწიფოში ეს დიდი სკანდალის საგანი იქნებოდა. მახსოვს, პარლამენტში ერთ-ერთმა დეპუტატმა მისი ხელფასის ოდენობა იკითხა, რაზედაც შოთაძემ უპასუხა, გამოჩნდება, როცა დეკლარაციას შევავსებო, არადა, ჩვენ მაშინვე უნდა გაგვეგო.

ლალი
26 თებერვალი 2020 09:51
ქალბატონი მწარიაშვილი ისე იშვერს ხელს სუბელიანისკენ და კალანდიასკენ, თითქოს არ იცოდეს რატომ დააკავა ხელისუფლებამ ეს ორი ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ ნაცების მიერ აგორებული პროტესტის დაშაშოშმინებლად, სხვა გამოსავალი ამ უნიათოებმა ვერ ნახეს
ბექა
25 თებერვალი 2020 23:29
თემური ნათელაშვილი ხარ შენ?
თემურს
25 თებერვალი 2020 18:36
ალბათ ლაშა ნაცვლიშვილთან პირადი სიახლოვის გამო. ისე სიმართლე ითქვას, მწარიაშვილი ნამდვილად მოაზროვნე და გონებაგახსნილი ადამიანია, საკმაოდ მოწესრიგებული და მომთხოვნი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მისი კომენტარი ნამდვილად არაფრისმომცემია, მიუხედავად იმსა, რომ დასაბუთებულია

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?