ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა - კვირის პალიტრა

ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს "რეგლამენტი ფეხებზე კიდია".

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ იყო დაბარებული. დღის ესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების "რუსთავი 2“-ის, "იმედის“ და "მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

"ინტერპრესნიუსი"