"საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული და ის კი არ უნდა გადადგეს, არამედ ციხეში წავიდეს" - კვირის პალიტრა

"საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული და ის კი არ უნდა გადადგეს, არამედ ციხეში წავიდეს"

სრული საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანი დაკავშირებულია და პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს თანამდებობიდან, არამედ წავიდეს ციხეში, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანე მაჭავარიანის ბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს ის აძლევს, რომ მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლა და საუბარი არ სურს.

"ის საკითხები, რომელზეც დღეს უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასა და გაღატაკებასთან. როდესაც ამ საკითხებზე სასაუბროდ მინისტრი არ მოდის კომიტეტის სხდომაზე, ის თავის თავს პირდაპირ აყენებს დამნაშავის როლში, რომ მისი პასუხისმგებლობაა, რაც ხდება. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ეს ყველაფერი არის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე არ მოდის. მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანი არის დაკავშირებული და პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს თანამდებობიდან, არამედ წავიდეს ციხეში. ან არადა მოვიდეს და დაასაბუთოს, რომ ეს ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ მაჭავარიანის ადგილი ციხეშია. ყველა, ვინც მას გადაეფარება და დაიცავს, მისი თანამონაწილეა", - განაცხადა ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსი"