მამუკა მდინარაძე: "ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება - მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ"
მამუკა მდინარაძე: "ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება - მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ"
ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის მოდელზე მოლაპარაკებებს. მისი თქმით, რაც უფრო ცოტა დრო რჩება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, მით მეტი შანსია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.

"მემგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს. რეალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ კომპრომისული ვარიანტი დავდეთ. მათ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, საერთოდ დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა. ახლა
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით. მგონია, რომ კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად რაც უფრო მცირე დრო რჩება, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია მართლაც დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება იმიტომ, რომ ჯერ
ერთი, მათ მოუწევთ ჩვენს კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება და მეორე - მათი ვერსიის წარმოდგენა. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ.

თებერვლის შემდეგ, მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. ვფიქრობ, როდესაც ეს დრო მოახლოვდება, ისინი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, სულ რამდენიმე დღე რჩება და ვიმედოვნებ, მოალაპრაკების მაგიდასთან დავსხდებით. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ალექს
25 თებერვალი 2020 19:40
პროპორციული სისტემა იმასაც გულისხმობს , რომ პარტია მართლა პარტიაა და არა რვა სადარბაზოიანი კორპუსის პირველი სადარბაზოს სამ კაციანი სადარბაზოს კლანი ,რომელიც გამოეყო იმ კორპუსის დიდ კლანს მეორე და მეშვიდე სადარბაზოების გამოკლებით ! ანუ კანონი რომელიც საარჩევნო სისტემის ხასიათს განსაზღვრავს ,პარტიის ცნებასაც უნდა საზღვრავდეს და პარტიის წევრისაც ,რებრენდინგი შსვლა გადასვლა გადმოსვლა საუზმე ვახშამ სამხარივით რომ გეცვლებათ დღეში სამჯერ, ორი საარჩევნო ციკლით დისკვალიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?