"მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი
"მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ადასტურებს, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს და სააკაშვილს როგორც მისი შვილის საქმეზე, ასევე ზოგად თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც ესაუბრა.

"დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და
განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც ის განმ
არტავს, საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, კიევში აღარ არის. კითხვაზე, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატორი, მაჩალიკაშვილი არ პასუხობს.

"კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და "ქართული ოცნება", ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი
26 თებერვალი 2020 12:06
მიკვირს ძალოვანი სტრუქტურები რატომ არ ასაჯაროებენ იმ ფაქტებს სადაც მაჩალიკაშვილის ურთიერთობა იკვეთება ჩატაევთან. მაშინ ჩვენმა უშიშროებამ კარგად იმუშავა. უბედურება რომ დატრიალებულიყო და განეხორციელებინათ ტერ აქტები როგორ იჭიკჭიკებდით და ვის დაბრალდებოდა, ცხადია მთავრობას. დადევით ფაქტები და გააჩერეთ ზოგ ზოგიერთები.
,,,
26 თებერვალი 2020 10:40
ამ კაცისგან კარგს არაფერს ველოდები ისეთი კბილების ჭრიალით ლაპარაკობს. ფრთხილად, ეს სადღაც აგვაფეთქებს. მესმის მამაა, მესმის შვილი მოუკლეს... მესმის, მაგრამ ნახევარი საქართველო გაშავებულია და რა ვქნათ ყველამ რუსთაველზე დასცეს კარავი? ღმერთი ყველაფერს ხედავს და უჩვენოდ გადაეხდება სამაგიერო ყველას.
ნინი
25 თებერვალი 2020 12:39
სირცხვილია ეს ყველაფერი..........ხო.... მიშიკო არ მაზავს გაბრაზებულების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა