ზახაროვა სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდა - ვინ არის პუტინის პროპაგანდის "პრინცესა", რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა "შეაშინეს"
26-02-2020
ზახაროვა სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდა -  ვინ არის პუტინის პროპაგანდის "პრინცესა", რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა "შეაშინეს"
"ავადმყოფები ხართ"! - ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ჟენევაში, მას შემდეგ რაც მათ სცადეს სერგეი ლავროვისთვის კითხვა თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით დაესვათ.

ქართველი ჟურნალისტების აღნიშნულ შეკითხვას სერგეი ლავროვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს "თავს დაესხნენ", თუმცა "ბოსი არ დაშავებულა".

"და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა
ლავროვი თბილისში", -  დაწერა ზახაროვამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე და დასძინა, რომ  თვითონ თურმე დაკაწრეს. ზახაროვამ ამის "ამსახველი" ფოტომასალაც გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით "ფეისბუკის" ქართველი მომხმარებლებისგან, რომლებამაც ოკუპანტს ოკუპანტობა შეახსენეს...


გთავაზობთ სტატიას ჩვენი აქრივიდან:

ვინ არის მარია ზახაროვა? - პუტინის ფავორიტი და კრემლის პროპაგანდის
ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ყველაზე ხშირად მას სწორედ ასე მოიხსენიებენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორს, მარია ზახაროვას დასავლურ მედიაში.
დასავლური მედიისგან განსხვავებით, რუსეთში აფასებენ ზახაროვას უშუალობას, პირდაპირობას, ქალურობასა და მტკიცე ხასიათს. ხშირად ზახაროვას თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილ დირექტორს ჯენ ფსაკის რუსულ ანალოგსაც უწოდებენ.

ბავშვობა და ოჯახი
ბავშვობა მარია ზახაროვამ პეკინში გაატარა, სადაც მისი დიპლომატი მშობლები 80-იანი წლების დასაწყისში ჩავიდნენ. მამა აღმოსავლეთმცოდნე, ჩინური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, 2014 წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სამდივნოს მრჩევლად დაინიშნა. დედა ირინა ჩინეთის კულტურის, ხელოვნების მცოდნეა. მან, ქმართან ერთად, გამოუშვა საბავშვო წიგნი "წლიდან წლამდე გვსურს ბედნიერება" - ჩინური ხალხური ზღაპრების კრებული.

ახალგაზრდა მარია ხშირად სეირნობდა ჩინურ ქუჩებში ზოგჯერ მშობლებთან ერთად პეკინის პარკებსა და მონასტრებს სწალობდა, მოგვიანებით დედას საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებდა, სკოლაში გულმოდგინედ სწავლობდა, ისწავლა ჩინური ენა. სკოლის დამთავრების შემდეგ მარია ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა, სადაც საერთაშორისი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

დიპლომატის კარიერა
ზახაროვას პირველი სამუშაო ადგილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟურნალი "დიპლომატიური ბუკლეტი". მალე ის სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ზახაროვა ნიუ-იორკში გაემგზავრა გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პრეს-მდივნის თანამდებობაზე.
2008 წელს ზახაროვა მოსკოვში დაბრუნდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. ის იყო უწყების ოფიციალური სოცქსელების მეთვალყურე, ვიზიტების დროს ინფორმაციას აწვდიდა სერგეი ლავროვს, მალევე ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

პირადი ცხოვრება

თავის პირად ცხოვრებაზე მარია ზახაროვა არასდროს ლაპარაკობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გათხოვილია, მის მეუღლეს ანდრეი ჰქვია. ქმართან ერთად ზრდის ქალიშვილს მარიანას, რომელიც წყვილს 2010 წელს შეეძინა.
ზახაროვას 'კალინკა'
2017 წლის 26 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ზახაროვას მეგობრობის ორდენი გადასცა. პროტოკოლით გათვალისწინებულ სავალდებულო ფოტოში პუტინი ზახაროვას აჯილდოებს. ამ დაჯილდოების შემდეგ ზახაროვამ ჟურნალისტებს ასე განუცხადა.

"ამ დღემდე პუტინს პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ შორიდან ვხედავდი და არასდროს მილაპარაკია მასთან".

მარია ზახაროვა ერთ-ერთი იმ ქალებს შორის, რომელმაც რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ზახაროვამ 2018 წლის მარტში განაცხადა, რომ "ლეონიდმა რესტორანში ისეთი ლაპარაკი დაიწყო, რაც ჩემთვის უსიამოვნო იყო".იხილეთ სრულად

!!!
04 მარტი 2020 09:38
რა კაცის სახე აქვს!
ბოღმა და შური -ს
27 თებერვალი 2020 14:25
არც იოცნებო! სლუცკის არ მისცა-ჩენ მოგცემს?))))))))))))))))))))))))
გორჯისტანი
26 თებერვალი 2020 15:21
ვინც არ უნდა იყოს იმას მაინც არ იტყვის ომი რუსეთმა დაიწყოო.იმიტომ რომ თავისი ქვეყნის პატრიოტია.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?