რატომ მიდის ვანო მერაბიშვილი პოლონეთში?
რატომ მიდის ვანო მერაბიშვილი პოლონეთში?
პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

"ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო
მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.
ქართველი
26 თებერვალი 2020 17:21
თვითონ რომ ყავდა პატიმრები იმ პირობებში უნდა ყოფილიყო, რამდენ დღეს გაუძლებდა საინტერესოა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?