სანდრა რულოვსი - ზუგდიდში, მამუკა ხაზარაძე - ჩუღურეთში?! - ვინ სად შეიძლება წარადგინოს ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად?!
სანდრა რულოვსი - ზუგდიდში, მამუკა ხაზარაძე - ჩუღურეთში?! - ვინ სად შეიძლება წარადგინოს ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად?!
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე "ინტერპრესნიუსისთვის" გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა ექსკლუზიურად განუცხადეს, თბილისში არსებული 22 ოლქიდან 8 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნება, ხოლო 14 ოლქი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის გადანაწილდება.

ამასთან, "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერის კანდიდატურა უკვე დასახელებულია და მათზე მსჯელობა მიმდინარეობს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად, შესაძლოა, "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი
წარადგინონ, ზუგდიდში კი ოპოზიციის რიგებიდან კენჭი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სანდრა რულოვსმა იყაროს. ამავე დროს, დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად,"ლეიბორისტული პარტიიდან" წარმომადგენელი მოიაზრება, მცხეთაში კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება. ხონის მუნიციპალიტეტში მოიაზრება "ევროპული საქართველოს" კანდიდატის წარდგენა.

რაც შეეხება დედაქალაქს, არ არის გამორიცხული, მთაწმინდის რაიონში ოპოზიციამ
შალვა შავგულიძის კანდიდატურა დააყენოს, ხოლო კრწანისში - ალეკო ელისაშვილის.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაკეში კანდიდატურის დაყენებას ოპოზიცია "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, თუკი პარტია გადაწყვეტს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს ან "ლელოსთან" მიმართებაში განიხილება მეორე ვარიანტი - მამუკა ხაზარაძემ იყაროს კენჭი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში.

"გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტიიდან ერთი ლიდერი მაინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში არსებულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. გადანაწილება პარტიების პოლიტიკური წონის, სხვადასხვა გამოკითხვაში დაფიქსირებული რეიტინგისა და ბოლო არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით მოხდა. დედაქალაქში რომელი ოლქი რომელ პარტიას ერგება, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პარტიულ რეიტინგზე, ასევე კონკრეტული პერსონებისადმი საზოგადოების სიმპათიებზე. ამავე პრინციპით მოხდება ოლქების განაწილება რეგიონებშიც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და არცერთ ოლქთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
ჯეკო
27 თებერვალი 2020 16:06
შალვასი და გუბაზისნაირები ნაცენთან გაერთიანება არ გვიკვირს მაგრამ არიან ისეთი პოლიტიკოსები რომლებიც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა მათ გვერდით ყოფნა რაც ძალიან სამწუხაროა.თუმცა მათი იქ ყოფნით ბევრ ხმებს დაკარგავენ
ჰოოოო
27 თებერვალი 2020 13:30
ეს რულოვსი-სააკაშვიკისა ვერ მოშორდა ზუგდიდს რაა? დაგვანებეთ თავი რაა ქალბატონო სანდრა, რითი ვერ გაიგეთ, რომ სამეგრელოს ვეღარ მოატყუებთ, ვერააა!!!!
...
27 თებერვალი 2020 11:19
ყველა გაიმარჯვებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა