"კვლევა გავიმეორეთ სამჯერ და სამივე შემთხვევაში დადასტურდა" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე ვირუსით ინფიცირებულზე?
26-02-2020
"კვლევა გავიმეორეთ სამჯერ და სამივე შემთხვევაში დადასტურდა"  - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე ვირუსით ინფიცირებულზე?
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საქართველოში აზერბაიჯანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ერთი საათის წინ დამთავრდა ლაბორატორიული კვლევა.

"იმისთვის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვყოფილიყავით ნამდვილად გვაქვს თუ არა კორონა ვირუსის შემთხვევა ადამიანში, კვლევა გავიმეორეთ სამჯერ, სხვადასხვა წარმოების რეაგენტებით და სამივე
შემთხვევაში დადასტურდა. საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც კვლევები ჩაუტარდა",  - განაცხადა გამყრელიძემ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?