"პანიკის საფუძველი არ გვაქვს!" - კვირის პალიტრა

"პანიკის საფუძველი არ გვაქვს!"

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა, შესაბამისის უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება.

"მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ, ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.