"ჩემი მოტივაცია არის, რომ მაქსიმალურად დავეხმარო იმ პროცესს, რომელიც საქართველოში მრავალპარტიულ, არაავტორიტარულ ქვეყანას შექმნის" - კვირის პალიტრა

"ჩემი მოტივაცია არის, რომ მაქსიმალურად დავეხმარო იმ პროცესს, რომელიც საქართველოში მრავალპარტიულ, არაავტორიტარულ ქვეყანას შექმნის"

არსებობდა იდეა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის სახით ჩემი წარდგენა იქნებოდა კარგი, ამ ეტაპზე მე ამ იდეას არ დავთანხმებულვარ, შევხვდი ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს და ინტერესჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

"ჩემი მოტივაცია არის, რომ მაქსიმალურად დავეხმარო იმ პროცესს, რომელიც საქართველოში მრავალპარტიულ, არაავტორიტარულ ქვეყანას შექმნის. საქართველოში აღარ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ ერთი პარტიის ხელში მოხვდეს ყველაფერი. საქართველოს ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თვითონ დააფიქსიროს თავისი არჩევანი არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ რაღაცისათვის. ეს არის ჩემი მიზანი და თუ რა პლატფორმაზე განხორციელდება ეს, სხვა საკითხია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა "ტვიტერზე"  დაწერა.

"ინტერპრესნიუსი"