ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

"სოჭში მან თავი ცუდად იგრძნო. ის სასწრაფოდ მოათავსეს კლინიკაში. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე", - აცხადებს "ინტერფაქსთან" ასლან ბჟანიას მეგობარი.