"ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება" - კვირის პალიტრა

"ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილმა Skype-ის საშუალებით მიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

"ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ "კარუსელები" გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ჩვენს ცხოვრებას არაფერი აზრი არ ჰქონდა თუ ყველაფერს აზრი ჰქონდა. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვუმტყუნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"