"პრინციპულია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, ვისი "განაჩენიც" ჯერ არ დამდგარა, არამედ უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გაშვება" - კვირის პალიტრა

"პრინციპულია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, ვისი "განაჩენიც" ჯერ არ დამდგარა, არამედ უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გაშვება"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებებში მისთვის პრინციპული საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის გარეშე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულია.

"ნებისმიერ მოლაპარაკებებში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა "განაჩენი", არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების. ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია", - წერს სააკაშვილი.