რა შეთანხმებას მიაღწიეს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა? - კვირის პალიტრა

რა შეთანხმებას მიაღწიეს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა?

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა.

"ინტერპრესნიუსი"