კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ვიზიტები გააუქმა - კვირის პალიტრა

კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ვიზიტები გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები.

"გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"