"მეც ვიყიდე ბევრი პროდუქტი იმიტომ, რომ... ვერ მივხვდი რატომ ღლიცინებთ დატვირთულ კალათებზე?" - კვირის პალიტრა

"მეც ვიყიდე ბევრი პროდუქტი იმიტომ, რომ... ვერ მივხვდი რატომ ღლიცინებთ დატვირთულ კალათებზე?"

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სავაჭრო ქსელებში პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს "ფეისბუკის" პირად გვერდზე  ეხმაურება:

"მეც ვიყიდე ბევრი პროდუქტი იმიტომ, რომ ყოველდღე აღარ ვიარო გარეთ. ყოველდღე არ შევეხო ლიფტის ღილაკს, მოაჯირს, ფულს, დახლს და ა.შ არც მიფიქრია, რომ პროდუქტი გამოილევა სადმე და მოსწრებაზე არ ვყოფილვარ ! ანუ დავაშავე, რომ იზოლაციაში მსურს ვიყო ოჯახთან და მოხუც ავადმყოფ ბებოსთან ერთად რომლისთვისაც კორონა კი არა, უბრალო ვირუსიც საგანგაშოა??? რაღაც ვერ მივხვდი რატომ ღლიცინებთ ამ დატვირთულ კალათებზე? ადამიანები იმიტომ არ ყიდულობენ პროდუქტს, რომ ვინმემ არ დაასწროს, ყიდულობენ იმისთვის, რომ აღარ მოუწიოთ გარეთ გასვლა ყოველ დღე !!! წადით და თქვენც იყიდეთ, თან რომ გაიძახით დაგვიტოვეთო, ვინ გამოლევს ახლა პროდუქტს. ახლა აშენდებიან,  თუ აშენდებიან!"- წერს მუსიკოსი.

ინფორმაციისთვის, საკვები პროდუქტების შესაძლო გამოლევის საკითხზე, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  დღეს ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

"ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი - შაბათ-კვირაა, და მეორე - არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტურად. თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის დონეზე და სადისტრიბუციო ქსელში რომპრობლემები არ შეიქმნას. თან ვიცით ობიექტურად ციფრებით, რომ საფუძველი დეფიციტური მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ჩვენი მხრიდან ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს საფუძველი არ არის უბრალოდ ამის. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს" - რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

წყარო