"ქვეყანაში კორუფციაა ყველგან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე სხვა სეგმენტებშიც" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში კორუფციაა ყველგან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე სხვა სეგმენტებშიც"

ბიუჯეტიდან დაკარგული 100 მილიონი ლარის საქმე ისევ აქტუალურია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ყალბი დღგ-ის საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა 53 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 38 კი - დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. მათივე ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი დღგ-ის ანგარიშფაქტურებს აყალბებდნენ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დღგ-ში ყალბ აქტივს იქმნიდნენ. პარალელურად, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებდნენ, რომ სწავლობდნენ საჯარო მოხელეების ზემოხსენებულ უკანონო სქემასთან კავშირს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაკეთებებული განცხადება არადამაჯერებელი აღმოჩნდა პარლამეტართა ერთი ნაწილისთვის. "500 ადამიანი ისე "უსრულებდა" სახელმწიფოს, რომ ამის შესახებ ვერ გაიგო ვერც სუს-მა, რომელსაც ყველგან აგენტურა ჰყავს თავის "ოდეერით", ვერც ფინანსურმა პოლიციამ და ვერც ფინანსთა სამინისტრომ?" - ასეთი იყო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რეალურად, ამ სქემაში მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. ვინ არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებაც ბიუჯეტი გაძარცვეს, რა სქემის მიხედვით განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების მითვისება და კიდევ რომელ უწყებებში იკვეთება კორუფციის ნიშნები? -  ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება:

- დღეს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და თქვენი ფულის მოპარვისთვის პასუხს აგებს, რამდენიმე წვრილფეხა ბიზნესმენი, რომელიც საქმეში კვალის დასაფარად იყო ჩართული. სინამდვილეში პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ვინც დგას რელურად ამ კორუფციული სქემის უკან. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა და ყველა იმ პირმა, ვინც ქვეყნის ეკონომიკას მართავს კარგად იცის, როგორ გაქრა ეს ფული. ჩვენ იმასაც გვატყუებენ, რომ მხოლოდ ასი მილიონია მოპარული, სინამდვილეში ეს თანხა გაცილებით დიდია.

- კულუარებში სახელდება იმ პირების გვარებიც, ვინც რეალურად დგას ამ კორუფციული სქემის უკან. თქვენ თუ გაქვთ რაიმე არგუმენტირებული ინფორმაცია, რის საფუძველზეც მათი ვინაობის საჯაროდ დასახელება შესაძლებელი იქნება? - ასეთი არგუმენტები რომ არ გვაქვს, იმიტომაც არ ვასახელებთ კონკრეტულ გავრებს. თუმცა მე გიამბობთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და თავად მოგეცემათ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ დღგ-ის სწრაფი დაბრუნების პროგრამა უნდა ამუშავებულიყო 2020 წლიდან 2021 წლამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს დიდი რისკების მატარებელი პროგრამა იყო და შესაბამისად, მის ამოქმედებისთვის სისტემის წინასწარ მომზადება იყო საჭირო. დღგ-ს მიმართულებით გარკვეული თანხის დაკარგვა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, როგორც ყველგან, საქართველოს ბიუჯეტიდანაც ყოველთვის იკარგებოდა ცოტ-ცოტა ფული. თუმცა ეს იმდენად მცირე რაოდენობის იყო, რომ ყურადღეას არავინ აქცევდა. მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე ძალიან იყო მონდომებული, რომ პიარი გაეკეთებინა და დღგ-ს სწრაფი ამოქმედების პროგრამა აამოქმედა ორი წლით ადრე. ამ პროგრამის მისაღებად სისტემა მომზადებული არ იყო, ზოგიერთებმა ამით ისარგებლეს და ერთბაშად დიდი თანხის მოპარვა გადაწყვიტეს. ამ თანხის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძულებული გახდა ემოქმედა და დააკავეს ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში, წვრილფეხობას წარმოადგენდნენ.

ვინ უნდა დაგვაჯეროს, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სერიოზული მფარველის გარეშე ჩაიდნიეს ასეთი მასშტაბური ძარცვა?! ყველა შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო მაღალჩინოსნების პასუხსიგმებლბის საკითხი. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში თუ რამე მუშაობს, ეს არის აწყობილი საგადასახადო სისტემა. ლანჩხუთში რომ შოკოლადი იყიდო, ისიც კი ბაზაში აისახება. მარტივად რომ ავხსნა, ეს სისტემა ისეა მომართული როგორც სიგნალიზაცია. შესაბამისად, ვინმემ რამე რომ მოიპაროს, ან სიგნალიზაცია უნდა გათიშო და ქურდებს მოპარვის საშუალება მისცე, ან უბრალოდ ურეაქციოდ უყუროს ამ ყველაფერს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლება არის დამნაშავე. დღგ-ს ცოტ-ცოტას როდესაც იპარავდნენ, მაშინაც კი ქურდები მფარველებს ეძებდნენ სისტემაში. ამხელა თანხის მოპარვა მფარველის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ახლა ნახეთ რა ხდება, ამ საქმეზე დაკავებული ადამიანებს ნაკლებად მძიმე მუხლებით არიან გასამართლებულები და შესაბამისად, არ არიან დაინტერესებულნი, ითანამშრომლონ პროკურატურასთან. ადამიანს, რომელსაც 2 ან 3 მილიონი აქვს მოპარული და იცის, რომ ციხიდან ერთ წელიწადში გამოვა, არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მით უფრო, რომ არც პროკურატურა იკლავს თავს სიმართლის დასადგენად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი კარგად იცის, ის პირდაპირ აძლვს ადამიანებს ბიუჯეტის გაქურდვის უფლებას.

სად წავიდა ამდენი ფული? ნაწილი კონკრეტული ადამიანების ჯიბეში, ნაწილით კი ფინასდებს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის. ასე, რომ: "ქართულ ოცნების" მხარდამჭერებო, იცოდეთ, თქვენი ფავორიტი პარტიის საარჩევნო კამპანია შესაძლოა დაფინასებულია იმ ფულით, რომელიც დაიკარგა ბოუჯეტიდან და რომლის რაოდენობაც აღემატება 80 მილიონ ლარს.

- თქვენი ვერსიით, მსგავსი ტიპის კორუფციული სქემები სხვა სისტემებშიც თუ ხორციელდება?

- ჩვენ აღარ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომა. ამიტომაც გვინდოდა ფინანსთა მინისტრის პარლამენტში დაბარება. არავინ გვაქცევს ყურადღებას, არავინ არაფერს აკეთებს, ყველა ერთმანეთს ხელს აფარებს. ძალიან რთულია კონკრეტულ სისტემბზე და კონკრეტულ ადამიანებზე ილაპარაკო. თუმცა ყველა საფუძველი არის საიმისოდ, იფიქრო, რომ მსგავსის ქმემები მოქმედებს ბევრ სისტემაში. ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარია გამქრალი, პასუხისგებაში კი ვიღაც, შპს-ს ხელმძღვანელია მიცემული, რომელიც ერთ წელიწადში ტოვებს საპატიმროს.

- რიგ შემთხვევებში ადამიანები პირად საუბრებში  ლაპრაკოენ შემოსავლების სამსახურიდან დაკარგულ თანხებზეც, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ საუბრს გაურბიან. თქვენი თუ გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაცია? - ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აუდიტის სამსახურიდან გავქვს ინფორმაცია, რომ ბიჯეტიდან ძალიან დიდი რაოდენობის თანხები იხარჯება, კანონიერი დასაბუთების გარეშე. ბიუჯეტიდან კანონიერი დასაბუთების გარეშე გახარჯული თანხები ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში კორუფციაა, როგორც შემოსავლების სამსახურში ისე სხვა სეგმენტებშიც.

- თქვენ ჯერ კიდევ მმართველ გუნდში იყავით, როდესაც აზარტული თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეთ. თქვენი ინიციატივა რომ დღემდე ვერ იქცა კანონად, ესეც კონკრეტული ადამიანის ინტერებშია თუ სხვა ტიპის დაბრკოლებსთან გავაქვს საქმე? - აზარტული თამაშების შეზღუდვა კონკრეტული ადამიანის კი არა, ადამიანთა ჯგუფის ინტერესებში შედის. პირველად რომ დავარეგისტრირე კანონპროექტი ჩაააგდეს. 2019 წლის 13 ნოემბერს ხელახლა დავარეგისტრირე. საქართველოს რეგლამენტში 107-ე მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ კანონპროექტი დარეგისტრირებიდან სამიდან ხუთი კვირის განმავლობაში კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ. 22 ოქტომბრიდან დღემდე 3 ან 5 კვირა კი არა, რამდენიმე თვე გავიდა. საბოლოოდ იცით რა მოხდა? ბიუროზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტის განხილვები 3 მარტიდან 3 ივნისამდე გადაიდოს. ამას ჰქვია, თაღლითობა, ვირეშმაკობა და მაიმუნობა. საპარლამენტო და სადეპუტატო უფლებამოსილება შეურაცხყვეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს დავანახო, რა თაღლითობით და ტყულებით მართავს "ქართული ოცნება" ქვეყანას, როგორ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ არღვევენ კანონს და როგორ ძირავენ ქვეყანას კორუფციაში. ვიბრძოლებ, რომ სიმართლე ყველას გავგებინო, მერე ხალხმა 2020 წლის არჩევნებზე თავად გადწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთი ხელისუფლება.

ხათუნა ბახტურიძე