"გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან" - ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს გიორგი გახარია, როგორც პრემიერი? - კვირის პალიტრა

"გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან" - ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს გიორგი გახარია, როგორც პრემიერი?

” შეგვიძლია იუმორზეც გადავიდეთ და გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან”- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში  დასმულ კითხვას,  ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს როგორც პრემიერი.

პრემიერის განცხადებით, მთავარია პროცესი და არა კონკრეტული ადამიანები.

"მე ვხედავ ჩემს თავს როგორც ცალკე აღებული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილიდან გამომდინარე ემსახურება ქვეყანას. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება: სახელმწიფო სამსახურში, გარეთ, იქნება რიგითი – ჩემთვის ეს პროცესია მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამ კითხვაზე იუმორით მეპასუხა და არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, თუმცა შეგვიძლია იუმორზეც გადავიდეთ და გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ რა იქნება,”- დასძინა პრემიერმა.