"სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ"

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ. მოგიწოდებთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნას სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდი, სადაც ბიზნესები, ვისაც რა შეგვიძლია იმდენს ჩავრიცხავთ. ეს თანხები აუცილებლად საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის, მედპერსონალის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების, დევნილების, მარტოხელების და ა.შ. დახმარებისთვის. ჯერჯერობით რასაც ხედავს ჩვენი მოსახლეობა, ბიზნესმენეთა ერთი ჯგუფისგან შექმნილი კრიზისით ხელის მოთბობის მცდელობაა. მოვიქცეთ ისე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების და ღირსეულად საქმიანობის უფლება გვქონდეს. იმედია, ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება", - წერს ხათუნა ლაგაზიძე "ფეისბუკში". (წყარო)