"მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში ემიგრირებულ ქართველებს..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში ემიგრირებულ ქართველებს..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვირუსთან დაკავშირებული კრიზისი აუცილებლად გადაილახება. ჩვენ უკვე დღეს უნდა ვფიქრობდეთ პოსტ-კრიზისულ ჟამზე, როდესაც დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკას დაუდგება დიდი დეპრესიის პერიოდი.

ამ დროს პირველი რიგის ამოცანა იქნება ქვეყნის ეკონომიკური და პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სრულიად აშკარაა, რომ ახალი გამოწვევების პირისპირ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს გრძელვადიანი ავტონომიური ფუნქციონირების რესურსი.

ჩვენ აღსადგენიც ბევრი არაფერი გვექნება, რადგან არც გვქონია. ამიტომ უნდა ავაშენოთ ახალ ფუნდამენტზე სრულიად ახალი სისტემა, ზუსტად ისეთი და იმ ზომის, რაც ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება, ყოველგვარი "სამომხმარებლო ბულემიის" გარეშე.

ისმის კითხვა - რა რესურსებით შეიძლება ამის მოხერხება? ბუნებრივია, ჩვენ კარგა ხანს ვერ გვექნება უცხოური ინვესტიციების იმედი. ყველა საკუთარი პრობლემით იქნება დაკავებული.

მე მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში კეთილდღეობის და თავისუფლების მაძიებელ ემიგრირებულ ქართველებს. მათ ახლა თვალნათლივ უნდა დაინახონ, რომ ამ სიკეთეების გეოგრაფიული ძებნა ილუზიაა. უნდა დავბრუნდეთ და ჩვენს სამშობლოში, ჩვენივე ხელით, ჩვენივე ნიჭით და რესურსებით ვაშენოთ და მოვიპოვოთ სამაგალითო კეთილდღეობა და თავისუფლება", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ"