"დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს" - კვირის პალიტრა

"დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება.

მისი თქმით, ლარის კურსი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ასახავს.

"ლარის კურსი ყოველთვის ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. დღესაც ასეა.

ამ შემთხვევაში ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკურის პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არე შეიძლება. ეს არის გლობალური შენელება, ფასები, პრაქტიკულად კოლაფსი მოხდა, მეზობელ ქვეყნებში მკვეთრი გაუფასურებაა, ამაზე მთლიან კონტექსტშია საუბარი. დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს. ახლა გვმართებს რაც შეიძლება მალე მოვძებნოთ გამოსავალი და გასაღები ამ გამოსავლის დევს ეპიდემიის ლოკალიზებაში და მის მინიმიზაციაში, რათა ეკონომიკამ ხელახლა იფუნქციონიროს", -განაცხადა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"