უკავშირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სინოდის გადაწყვეტილებას? - რას ამბობს გიორგი გახარია?
უკავშირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სინოდის გადაწყვეტილებას? - რას ამბობს გიორგი გახარია?
ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გუშინ სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერებულმა განჩინებამ.

"ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ
ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნდა და მიზანი არის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში" ,-განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები