"ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია ის"
"ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია ის"
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დროული და გადაუდებელი საშუალებაა.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა სიტუაციის დამძიმება მოსალოდნელია, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია.

"დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის საფუძველზე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ ტერიორიაზე, კონსტიტუციის თანახმად და რეგლამენტის 83-ე მუხლის გათვალისწინებით, წარმოგიდენთ ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. ეს ბრძანება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამ ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მთავრობასთან ერთად ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალების მოსაზრებების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია. ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელწიფომ უნდა აიღოს ხელში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს სამართლებრივი საფუძველი მიეცეს. ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია ის. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას, თუმცა, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას მაშინ აქვს ეფექტი და შედეგი, ვდირე შიდა გავრცელება დაიწყება დ ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა.

საგანგებო მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის, მას გააჩნია გრადაციები. ჩვენ ახლა მხოლოდ აუცილებელი გარკვეული შეზღუდვები შემოგვაქვს და არა ექსტრემალური. მაგალითისთვის, არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები