"ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს" - კვირის პალიტრა

"ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს"

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სატვირთო გადაზიდვების შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„იცით, რომ ტვირთები მოძრაობს, არ გაგვიჩერებია სატვირთო გადაზიდვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანის კოლონა კეთდება და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას, თავის დაზღვევის მიზნით, რომ ეს ადამიანები არ შევიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან კონტაქტში,“ - განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"