ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თვითგამოცხადებული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ, იანვარში პოსტიდან გადადგა.

"აპსნიპრესის“ ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ე.წ. ამომრჩეველთა აქტივობამ 23,78% ანუ 30 812 ადამიანი შეადგინა. ე.წ. არჩევნები 35 საარჩევნო ოლქში ტარდება.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებს: ე.წ. ყოფილი შს მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა, ოპოზიციის ლიდერი ე.წ. დეპუტატი ასლან ბჟანია და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა. არჩევნებში რაულ ხაჯინბა აღარ მონაწილეობს.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა ასრულებდა. მან ე.წ. არჩევანი გაგრაში დააფიქსირა.

"ინტერპრესნიუსი"