"მკაცრი სანქცია უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ხელის მოთბობას გადაწყვეტს" - ვისთვის ატარებს იურიდიულ კონსულტაციას ანა დოლიძე?
"მკაცრი სანქცია უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ხელის მოთბობას გადაწყვეტს" - ვისთვის ატარებს იურიდიულ კონსულტაციას ანა დოლიძე?
"ჩვენ არა გვაქვს ორგანო, რომელიც შეამოწმებს, ფასების ზრდა გამართლებულია, თუ პროდუქციის შემომტანი ბოროტად სარგებლობს შექმნილი ვითარებით", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. საინტერესოა, სხვა ქვეყნებში კანონით როგორ რეგულირდება ეს საკითხი და არის თუ არა აუცილებელი ხელის მომთბობთა იდენტიფიცირება. ანა დოლიძე ორ ინიციატივას გვთავაზობს:

- საკმარისია, შეიქმნას უმნიშვნელო კრიზისული ვითარება და უცებ ზრდიან ფასებს, რასაც ვალუტის კურსს აბრალებენ. კურსის ცვლილება გასაგები გამოწვევაა იმპორტიორებისთვის, მაგრამ ხშირად სიტუაცია სხვაგვარია, მაგალითად,
ნავთობის ფასი გლობალურად იკლებს, ჩვენთან კი არაფერი იცვლება. ყველა სახელმწიფოში ასეთ სიტუაციაში რეაგირებას ახდენს კონკურენციის სააგენტო, მაგრამ ჩვენი სააგენტო მკვდარია. რამდენი ხნის წინ უნდა დაედგინათ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებში ფასები გაზრდილია, ან რატომ გაიზარდა ფქვილის ფასი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ?! კონკურენციის სააგენტომ უნდა მიადევნოს თვალი,
ვინმე ბოროტად ხომ არ იყენებს ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას. ლექვინაძის სამსახურისთვის ყოველ წელს 2 მილიონ ლარს ვხარჯავთ, მაგრამ მისი საქმიანობა სამარცხვინოა.

რაც შეეხება სიტუაციას, რომელსაც ოფიციალურად ჰქვია საგანგებო ან კრიზისული... აშშ-ში ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა უმკაცრესია. 35 შტატში არსებობს მუხლი - კრიზისის დროს ფასების ზრდაზე დაწესებულია ჯარიმა 1.000, 2.000, 10.000 დოლარის ოდენობით, ამას ემატება მომხმარებლისთვის ფასის სხვაობის ანაზღაურება, თუ დადგინდა, რომ პროდუქტზე ფასი გაუმართლებლად გაიზარდა 10%-ით.

ჩვენ არა გვაქვს ორგანო, რომელიც შეამოწმებს, ფასების ზრდა გამართლებულია, თუ პროდუქციის შემომტანი ბოროტად სარგებლობს შექმნილი ვითარებით. ჩემი ინიციატივაა, შემოვიღოთ ფასების ზრდის შესახებ ზუსტად ისეთი მუხლი, როგორიც არსებობს აშშ-ში. კონკურენციის სააგენტოს მივცეთ უფლება გამოიკვლიოს, არის თუ არა გამართლებული ფასების ზრდა კრიზისულ ვითარებაში. ამ მექანიზმს მთავრობა არ იყენებს. ამის მაგივრად შექმნა დაზღვევის მექანიზმი, რომლის სამართლებრივი საფუძველი უცნობია... მკაცრი სანქცია უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ასეთ დროს ხელის მოთბობას გადაწყვეტს.

კურსი იზრდება და შეიძლება ამის გამო ვიღაცებმა პროდუქცია გააძვირონ, მაგრამ ამ განსხვავებას შეითავსებს სახელმწიფო, ანუ სინამდვილეში ისევ ჩვენი ჯიბიდან უხდის განსხვავებას. ჩვენთან არ არის მექანიზმი, რომ გაირკვეს, არის თუ არა გამართლებული გაძვირება. რა გამოდის, პროდუქტი გაძვირდა, კურსი გაიქცა და განსხვავებას ჩვენი ჯიბიდან ვიხდით?

წყალდიდობის დროს აშშ-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ამით ისარგებლეს ტაქსებმა და ფასი გაზარდეს. მაშინ ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი იყო, რომელმაც თქვა, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა და მისი გამოყენებით ყველა გამძვირებელს მივხედავთო.

ახლახან კახა კალაძემ თქვა, დავეხმარებით ბიზნესსო, ხალხი არც უხსენებია. ბიზნესის დახმარება აუცილებელია, მცირესიც და საშუალოსიც, მაგრამ ხალხიც უნდა გვახსოვდეს. მაგალითად, მე მაქვს სასტუმრო, მოიხსნა ჯავშნები და გავათავისუფლე თანამშრომლები, რადგან ხელფასს ვერ გადავუხდიდი. კი ბატონო, კარგია, მე რომ მეხმარები, მაგრამ იმ გათავისუფლებულ თანამშრომლებს რა ეშველებათ? მათაც (დაახლოებით 250 000-ს) ხომ სჭირდება დახმარება?! საჭიროა ასევე საშეღავათო კრედიტები და არა ისეთი, როგორიც ბანკებმა შემოგვთავაზეს. სამთვიანი გადავადება ხომ დახმარება არ არის?! არ გახრჩობენ, რომ გადაიხადო მარტში, აპრილში ან მაისში, მაგრამ ის პროცენტი არსად მიდის, ისევ გადასახდელია.

- რა არის თქვენი მეორე ინიციატივა?
- ვატარებ იურიდიულ კონსულტაციას მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მოიქცეს სამსახურის დაკარგვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს ვნებათაღელვა ჩაივლის. მოსახლეობის უმეტესობას დამსაქმებელთან არა აქვს გაფორმებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. ამის გამო ადამიანის უფლებების დაცვა ძნელია.

უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ხალხის მხარდასაჭერი პაკეტის შემოღება. მაგალითად, მარტოხელა დედას ორი ბავშვით, რომელიც მუშაობდა სალონში ან სადმე დამლაგებლად და ახლა უმუშევარია, რა უნდა ვუყოთ? აი, ასეთი მოქალაქეებისთვის არის საჭირო მხარდაჭერის პაკეტი.

- როგორ უნდა დაუკავშირდნენ დაინტერესებულები ცხელ ხაზს?
- "სამართლებრივი სივრცე ხალხისთვის"; ცხელი ხაზი: 579 18 37 81.
მიროსან
24 მარტი 2020 16:53
სანქცია არა კვახი....ვის დაადებენ სანქციას, საკუთარ თავს?
Ana
24 მარტი 2020 12:59
Nu aidzuleben kerdzo struqturashi imushaon kadrebma. Upaso shvebulebebi dawers umravlesobam.tan es rogor gabeds ro dabrundebian turme naxe ra mouvat. .

რუბრიკის სხვა სიახლეები