ალხას ჩოლოკუა - აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს - კვირის პალიტრა

ალხას ჩოლოკუა - აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს, რომელმაც ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების თანახმად, ხმების, დაახლოებით, 57.1 % დააგროვა, რაც დაახლოებით 21 ათასი ხმაა. ამის შესახებ ბჟანიას პრესმდივანმა ალხას ჩოლოკუამ განაცხადა.

მეორე ადგილზეა ადგურ არძინბა, რომელსაც ხმა მისცა 35.55 %-მა, ყველას წინააღმდეგ კი ხმა მისცა 1 %-მა.

დღევანდელ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 80 ათასმა ადამიანმა.