მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა - რა გახდა ამის მიზეზი? - კვირის პალიტრა

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა - რა გახდა ამის მიზეზი?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების 2-საათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ  მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ სკარანტინო რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ იკრძალება ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და იქიდან გასვლა. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამის მიზეზი კი გახდა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული მარნეულელი ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ასევე ცნობილია, რომ მან დაგვიანებით მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას და მანამდე ჰქონდა საკმაოდ ხშირი კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

იხილეთ ასევე: "ინფექციის შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს" - რა მოხდა მარნეულში?