"ინფექციის შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს" - რა მოხდა მარნეულში? - კვირის პალიტრა

"ინფექციის შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს" - რა მოხდა მარნეულში?

"ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

"ჩვენი ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია",- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში დაიფიცირებული ქალის დედის გარდაცვალების წლისთავის აღნიშვნის შეკრებაზე აზერბაიჯანიდან  ჩამოვიდა მისი და, რომელიც შესაძლოა დაინფიცირების მთავარი წყაროც იყო. ის ამჟამად სამედიცინო სტაციონარში იმყოფება. მას უკვე ჩაუტრდა კორონავირუსზე ტესტი, რომელის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.