"მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით" - როგორ აფასებს დავით ბერძენიშვილი ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას?
"მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით" - როგორ აფასებს დავით ბერძენიშვილი ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას?
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას ხელისუფლების დანაპირების შესრულების დასაწყისად აფასებს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბესიკ თამლიანის გათავისუფლებით ხელისუფლებამ დანაპირების შესრულება უფრო დაიწყო, ვიდრე არა.

"თუ ხელისუფლებას კატეგორიულად მოვთხოვთ ამის აღიარებას, ამას მოერიდებიან და იტყვიან რომ ეს სასამართლოა და ჩვენ ამაში არ ვერევით. რაც უნდათ ის თქვან, თავისთავად კარგია ბესიკ თამლიანის გათავისუფლება. და თამლიანზე მინდა ვთქვა, რომ ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის. არის ვითარებები,
როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკომპრომისობის მაქსიმალური ზღვარი და თამლიანივით ათეული წლებია საქართველოში არავინ არ მოქცეულა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მას იმედი აქვს რომ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დასახელებულ სხვა პირებსაც გაათავისუფლებს.

"მე ფრთხილი ვიქნები პროგნოზში. მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით. ნებისმიერ თანამიმდევრობას ავიტანთ," -
განაცხადა მან.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
24 მარტი 2020 16:39
არანაირი კლასიკური გაგებით პარტიები აქ არ არსებობს, სამეგობრო კლანებია, სანათესაოც, შექმნილია ვერტიკალურად ზემოდან , ანუ ჯერ ლიდერი იქმნება დანიშნვნით ზემოთ შეთანხმებული , მერე პარტიის დასახელება, რეგისტრაციისათვის საჭირო ატრიბუტებით ,როგორიცაა წესდება პროგრამა დაშტამპული და ბოლოს წევრები ყრილობაზე წერილით შეყვანილი ,ერთიდაიგივე ხალხი ათი პარტიის დამფუძნებელი წევრია-სამეურნეო პარტიული აქტივი და ლიდერები კი ყველანი თავადაც და წარმომშობი ოჯახებით მიბმულია სხვადასხვა პერიოდის შევარდნაძესთან ,ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი დიდი ხანია , ზოგი ნაკლები!
ნათია,
24 მარტი 2020 14:04
აუუ! რა მოწყალე ყოფილხარ დავით ბატონო, 48 000000 მილიონს თქვენ გადაუხდით უგულავას, თუ ყველამ ასე უნდა მოიპაროს თანამდებობაზე როცა არის და რამდენი კიდევ სხვა, ახლა იმის ჩამოთვლას არ ვაპირებ, რურუას შესახებ ალბათ არ იცით რაპიროვნებაა და ვისი ჯისაა, რაც შეეხება ოქრუაშვილს, მის შესახებ არაფერი არ ვიცი და ჩემი გემოვნების მოხედვით ვერ დავსჯი ხალხს. ისე მინდა იცოდეთ, ვინც უგულავასთანა ადამიანების შეწყალებას ითხოვს, ის თავადაც უგულავასთანაა... და საერთოდ ქურდბაცაცას კაცი რად უნდა ერქვას, იმიტომაც ანგრევს ღმერთი ჩვენ პლანეტას და მალე ალბათ ცეცხლს წაგვიკიდებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები