"მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით" - როგორ აფასებს დავით ბერძენიშვილი ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას? - კვირის პალიტრა

"მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით" - როგორ აფასებს დავით ბერძენიშვილი ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას?

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას ხელისუფლების დანაპირების შესრულების დასაწყისად აფასებს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბესიკ თამლიანის გათავისუფლებით ხელისუფლებამ დანაპირების შესრულება უფრო დაიწყო, ვიდრე არა.

"თუ ხელისუფლებას კატეგორიულად მოვთხოვთ ამის აღიარებას, ამას მოერიდებიან და იტყვიან რომ ეს სასამართლოა და ჩვენ ამაში არ ვერევით. რაც უნდათ ის თქვან, თავისთავად კარგია ბესიკ თამლიანის გათავისუფლება. და თამლიანზე მინდა ვთქვა, რომ ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის. არის ვითარებები, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკომპრომისობის მაქსიმალური ზღვარი და თამლიანივით ათეული წლებია საქართველოში არავინ არ მოქცეულა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მას იმედი აქვს რომ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დასახელებულ სხვა პირებსაც გაათავისუფლებს.

"მე ფრთხილი ვიქნები პროგნოზში. მინდა მქონდეს ასეთი მოლოდინი რურუასთან, ოქრუაშვილთან და უგულავასთან დაკავშირებით. ნებისმიერ თანამიმდევრობას ავიტანთ," - განაცხადა მან.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

"ინტერპრესნიუსი"