"მოვუწოდებ ივანიშვილს, გადააკეთოს თავის მფლობელობაში მყოფი "პარაგრაფის" სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად"
"მოვუწოდებ ივანიშვილს, გადააკეთოს თავის მფლობელობაში მყოფი "პარაგრაფის" სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო, ურეკში მდებარე "პარაგრაფის" სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო სივრცედ გადააკეთოს.

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, ანალოგიური ნაბიჯი ესპანეთის მთავრობამ უკვე მიიღო, როდესაც სასტუმროები და ტურისტული ობიექტები საავადმყოფოდ გადაკეთდა.

"მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ -
სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი "პარაგრაფის" სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ",-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ადამიანიდან, 9 გამოჯანმრთელებულია.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები