"მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში"
"მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში"
მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკარანტინო წესების დარღვევებმა ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის სისუსტე წარმოაჩინა.

"ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა. მაჟორიტარების ფუნქცია არის არა ტენდერის გაფორმება და ახლობლის გამგეობაში მოწყობა,
არამედ - გლობალური პროცესების თაობაზე საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკის ნებისმიერ შტატში. ყველა შტატის გუბერნატორი, ყველა შტატის სენატორი ელაპარაკება თავის შტატს. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში, ან რომელიმე სხვა წყალსაცავში," - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უცნობი
26 მარტი 2020 14:47
გამოგიტყდებით რომ თქვენ არ იყავით ჩემი ფავორიტი,როდესაც პრეზიდენტად აგირჩიეს.. თუმცა ეს აზრი დიდად შემეცვალა...ძალიან ღირსეულად გეჭირათ თავი ბატონო გიორგი, მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი პოლიტიკაში მოსვლით მრავალ სასიკეთო საქმეს გაუკეთებთ ქართველ ხალხს....გისურვებთ დიდ წარმატებებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!