ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია" 23 აპრილს გაიმართება
24-03-2020
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია" 23 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია" 23 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ "არჩევნებში" გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რით დაიწყებს მუშაობას თანამდებობაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. მთავრობაში პერსონალური შემადგენლობა შეიცვლება. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ "მთავრობას" ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დანიშნავს თუ არა ვიცე-პრემიერად მის კონკურენტს "საპრეზიდენტო არჩევნებისას" ადგურ არძინბას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მასთან ჯერ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა აქვს
დაგეგმილი.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები