"79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი" - კვირის პალიტრა

"79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი"

79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი", -  ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა:

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომს ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება.

"ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით", – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონა ვირუსისგან 11 პაციენტია გამოჯანმრთელეული.