საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს - უწყება განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს - უწყება განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელებში კერძო პირები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი დაგეგმონ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით.

"საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში
გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ. მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს
საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით.

შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება," - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ნინო
29 მარტი 2020 17:15
სწორი გადაწყვეტილებაა
...
29 მარტი 2020 17:14
მომწონს, სწორი გადაწყვეტილებაა.


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები