"მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანა, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში" - რას სთავაზობს სააკაშვილი მთავრობას?
"მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანა, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში" - რას სთავაზობს სააკაშვილი მთავრობას?
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას, მათთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან ავიარეისებით, ხოლო საბერძნეთიდან და თურქეთიდან ავტობუსებით ქვეყანაში დაბრუნებას სთავაზობს.

სააკაშვილის განცხადებით, კომპანიები მზად არიან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსასყიდლოდ ჩამოიყვანონ.

"ბოლო პერიოდში მივიღე არაერთი შეტყობინება ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც გაჭედილები არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მათ არ აქვთ ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და სასოწარკვეთილები არიან. მათ არ აქვთ ფული რომ იმ მცირერიცხოვან ფრენებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც დანიშნულია.

ამიტომ, მე ჩემი მეგობრების დახმარებით მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში გერმანიიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან შეძლებენ 1000 ადამიანის ჩამოყვანას. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან იქნება თანამშრომლობა. ჩვენ გვჭირდება
საქართველოს მთავრობისგან თანხმობა, რომ შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია "სკაიაპი", რომელიც მზადაა უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში. ეს ხალხი, რა თქმა უნდა, უნდა მოთავსდეს კარანტინში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას დამატებით საკარანტინო ზონებსაც სთავაზობს. მისი თქმით, დროებით პოლიტიკა უნდა გადავდოთ და "ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.“

"მე უკვე ვესაუბრე საქართველოში ბიზნესმენებს, მათ შორის თორნიკე კოპეიშვილს, რომელმაც თავისი 2 სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის. მე გთავაზობთ ჩემს სახლს ყვარელში და ასევე სანდრა თავის ცენტრს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, რომ ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ, მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი პრობლემა.

მე ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ეს შეთავაზება არის კერძო პირის, იყოს კერძო პირის, თქვენ ეს უნდა გაიზიაროთ რადგან არც ერთი კაპიკი არ გიჯდებათ. პოლიტიკა გადავდოთ და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის კომენტარს პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ალექს
29 მარტი 2020 15:14
ვისაც გჯერავთ, აყევით ღრუბლებში !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები