"დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა"
"დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა"
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

"ახლა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და ყველას გვესმის, რომ
ამ საავადმყოფოს სასწრაფო ფუნქციონირებას და გაშვებას აქვს სხვა დატვირთვა. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის," - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და კლინიკაში ამოქმედდება 100-მდე ადგილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები