"ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" - რას პასუხობს გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებაზე
"ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" - რას პასუხობს გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებაზე
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.

"საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი
გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზუნველყოს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, მათ უკვე მოძიებული აქვთ ავიაკომპანია, რომელიც
ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისინი უფასოდ უზრუნველყოფენ.

"ინტერპრესნიუსი"

nato .
29 მარტი 2020 17:47
გახარიამ კარგი პასუხი გასცა.
Nukri
29 მარტი 2020 17:29
Populist avanturisti, vinmes jera rom mas adamianebze shestkiva guli?
ფეოლა
28 მარტი 2020 17:56
გამოგეყენებინათ ეგ დახმარებაც

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები