"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ" - კვირის პალიტრა

"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ"

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვები სააღდგომო ლიტურგიას.

გახარიას განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მიზანი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპთან მაქსიმალურად სწრაფად გამკლავებაა.

"ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს - შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც იმისთვის, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით ასე თუ ისე მოვაგვაროთ", - განაცხადა გახარიამ.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვები სააღდგომო ლიტურგიას.

გახარიას განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მიზანი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპთან მაქსიმალურად სწრაფად გამკლავებაა.

„ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს - შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც იმისთვის, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, - განაცხადა გახარიამ.