"არ მივაწყდეთ მაღაზიებს, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი" - კვირის პალიტრა

"არ მივაწყდეთ მაღაზიებს, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი"

"შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი", - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელი პროდუქციის მომარაგებაში შეფერხება არ არის.

"კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებლიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასა და სხვა საჭირო, აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში, არ გვაქვს არანაირი შეფერხება მომარაგებაში და ეს გაგრძელდება კვლავ. ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს ერთგვარი ნდობა მთავრობის მიმართ. თქვენ არაერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება, მაშინვე ივსება, მოდი, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც იმიტომ, რომ ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"