"ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად უნდა ისაუბროს, რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ"
"ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად უნდა ისაუბროს, რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ"
კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში გამონაკლისების დაშვება აზრს უკარგავს შეზღუდებს.

"ამ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში, როდესაც კარანტინს, თვითიზოლაციას და ზოგადად, კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას აქვს ის მნიშვნელობა, რომ შემცირდეს ვირუსის შიდა გავრცელების რისკები, უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ორგანიზაციამ, იქნება ეს ეკლესია თუ
სხვა, დაიცვას ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისების დაშვება და გამონაკლისების გაკეთება, მითუმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება ერთად და არის რისკი, რომ ეს ვირუსი გავრცელდეს სწრაფად, აზრს უკარგავს ამ შეზღუდვებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი ეყოფა ყველას და იმოქმედებენ ამ რეალობიდან გამომდინარე და
ასევე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ და ამ კუთხით შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს არ არის ვირუსი, რომელიც ეხება ერთ და ორ ადამიანს, ეს არის ვირუსი, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს მთელი ერის ჯანმრთელობას და ყველას პასუხისმგებლობაა ის, რომ ამაზე იუზრუნოს ამ ძალიან რთულ პირობებში", - განაცხადა კაპანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები