"პაკეტი უნდა ატარებდეს უნივერსალურ ხასიათს" - როგორ აფასებს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"პაკეტი უნდა ატარებდეს უნივერსალურ ხასიათს" - როგორ აფასებს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას გია ხუხაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბᲭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

"2 მილიარდი სოციალური და ეკონომიკური რისკების მართვაზე. სოციალურ პაკეტზე არაფერს ვიტყვი.

რაც შეეხება ეკონომიკურს. 1. სამიზნე სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესი. მსხვილმა თვითონ მიხედოს თავის თავს.

2. პაკეტი უნდა ატარებდეს უნივერსალურ ხასიათს, რათა არ მოხდეს არაჯანსაღი სეგრეგაცია და თავიდან ავიცილოთ კორუფციული რისკები.

კონკრეტული რჩევები 1. სამიზნე სეგმენტისთვის გამოცხადდეს საპროცენტო არდადეგები კრედიტებზე.

ეს ტვირთი საბაზისო დონეზე აიღოს სახელმწიფომ, ხოლო მოგების ნაწილში ბანკებმა.

2. სამიზნე სეგმენტისთვის მიმდინარე გადასახადებზე (გარდა დღგ-სა) მორატორიუმი, შემდგომში რესტრუქტურიზაციით, ან ჩამოწერით. მიმდინარე ჯარიმა-საურავების შეჩერება-ჩამოწერა. ეს ორი პუნქტი აუცილებელია, რათა რესტარტის მომენტში ბიზნესი არ აღმოჩნდეს გადახდისუუნარო, ანუ დაიხუროს.

3. რესტარტის დაფინანსება ბიზნეს-გეგმის საფუძველზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობით. პირობითი ფორმულით 1 სამუშაო ადგილი Х ლარი", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. (წყარო)