"არა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვა არ სჭირ­დე­ბა იმას, რომ რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ევ­რო­პის ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში" - გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - კვირის პალიტრა

"არა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვა არ სჭირ­დე­ბა იმას, რომ რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ევ­რო­პის ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში" - გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ბევრი სპეკულირება ხდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, ვიღაც რაღaც სურვილს გამოთქვამს. არის შემთხვევები როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება.

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება უნდა, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში.

საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ნახევარ საათში ორგანიზდება. პოლიტიკური კეკლუცობის მაგივრად, ყველას ვისაც აქცს სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ გამოაცხადონ, რომ აკეთებენ ამ რეისს და არანაირი წინააღმდეგობდა არ იქნება" - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს.

"ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს" - მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მიმართავს