"ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს "ქართუს“ სისტემური მხარდაჭერის დასაბუთებული იმედი" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს "ქართუს“ სისტემური მხარდაჭერის დასაბუთებული იმედი"

"ფონდ "ქართუს“ დახმარება ყოველთვის იყო სისტემური, ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს, სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე შეზღუდული, ან ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარება სჭირდებოდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს "ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი”.

"მოგეხსენებათ, 13 ივნისის მოვლენები, როდესაც "ქართუ“ ასე დაუდგა მხარში ქვეყანას. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ დღესაც, როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, "ქართუ“ შეასრულებს თავის სისტემურ როლს. მათ ეს განცხადება უკვე გააკეთეს და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სად იქნება უფრო მგრძნობიარე ჩვენი მოქალაქეებისთვის, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება "ქართუს“ შეხიდება. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართუ“ აგრძელებს ამ ქვეყნის სისტემურ მხარდაჭერას, "ქართუ“ არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს "ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

"ინტერპრესნიუსი"