"ყველა ცივილიზებული ქველმოქმედი კონკრეტულ თანხას და რიცხავს შესაბამის ფონდში. ასე უნდა მოიქცეს ივანიშვილიც" - კვირის პალიტრა

"ყველა ცივილიზებული ქველმოქმედი კონკრეტულ თანხას და რიცხავს შესაბამის ფონდში. ასე უნდა მოიქცეს ივანიშვილიც"

"ფონდ "ქართუს" დახმარება ყოველთვის იყო სისტემური, ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს, სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე შეზღუდული, ან ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარება სჭირდებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს "ქართუს" მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი".

"როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, "ქართუ" შეასრულებს თავის სისტემურ როლს. მათ ეს განცხადება უკვე გააკეთეს და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სად იქნება უფრო მგრძნობიარე ჩვენი მოქალაქეებისთვის, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება "ქართუს" შეხიდება. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართუ" აგრძელებს ამ ქვეყნის სისტემურ მხარდაჭერას, "ქართუ" არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს "ქართუს" მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი", -  განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას:

"ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ.

დახმარების პრინციპი, რომ სუსტმა სახელწიფომ წინასწარ წარუდგინოს კალკულაცია, სად უჭირს და იქ მიზნობრივად დაეხმარება ძლიერი ბიძინა, ანგრევს ძლივს აღდგენილ ინსტიტუციურ წესრიგს და აბრუნებს იმ არაჯანსაღ ურთიერთობებს, რაც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში.

ეს არის სადაზღვევო კომპანიის პრინციპი, რომლის მიზანი არა ქველმოქმედება, არამედ მაქსიმალური დივიდენდის მიღებაა.

ამ შემთხვევაში დივიდენდია აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება შესაბამისი "მადლიერების" რიტუალების ფონზე ხელისუფლების და გაჭირვებული საზოგადოების მხრიდან.

ყველა ცივილიზებული ქველმოქმედი გამოყოფს კონკრეტულ თანხას და რიცხავს შესაბამის ფონდში. ასე უნდა მოიქცეს ისიც. სახელმწიფო სახელმწიფოდ დარჩება და ჩვენც ვიქნებით მადლიერები". წყარო

იხილეთ ასევე: "ბიძინა სად არის ამ დროს? ბიძინა რას აკეთებსო?"...ჰო და, გეტყვით! - რას წერს ხათუნა ხოფერია?