"შეიძლება პირბადეებით, შეიძლება ხელთათმანებით, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს"
04-04-2020
"შეიძლება პირბადეებით, შეიძლება ხელთათმანებით, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს"
შეიძლება ყოველთვის გვყავდეს ინფიცირებული ადამიანი, მაგრამ ჯანდაცვის სისტემამ უნდა ისწავლოს, როგორ ებრძოლოს ამ დაავადებას ეფექტურად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, პირბადეებით და ხელთათმანებით, თუმცა ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კოვიდ19 ჩვენს ცხოვრებაში არის უკვე მოვლენა და უნდა ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ ეს მოვლენა. შეიძლება ყოველთვის გვყავდეს ინფიცირებული ადამიანი, მაგრამ ჯანდაცვის სისტემამ უნდა ისწავლოს, როგორ ებრძოლოს ამ დაავადებას ეფექტურად. ჩვენ კიდევ უნდა ვისწავლოთ ამ
პირობებში როგორ გავაგრძელოთ შრომა, ეკონომიკური საქმიანობა, შეიძლება პირბადეებით, შეიძლება ხელთათმანებით, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა გახარიამ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები